ქუთაისის ლაბორატორიაში 66 ანალიზი გამოიკვლიეს, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 66 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, ბიოლოგიურ ნიმუშებს შორის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების, საკარანტინო სივრცეებიდან გასაწერ პირთა და გეგმური კვლევის ფარგლებში მედპერსონალის ბიოლოგიური ნიმუშები იყო.
ამასთან, დღეს საირმის საკარანტინო სივრცე 91 პირმა დატოვა და ამ დროისთვის რეგიონში, კარანტინში 241 ადამიანი იმყოფება.