ქუთაისის ლაბორატორიაში 65 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში დღის განმავლობაში სპეციალისტებმა 65 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირებს ჩაუტარდათ. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.