ქუთაისის ლაბორატორიაში 48 პაციენტის ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 48 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, ანალიზებს შორის იმერეთის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტებისა და საირმის კარანტინის პერსონალის ნიმუშები იყო.
მისივე ცნობით, იმერეთის რეგიონში არსებული საკარანტინო სივრცეები დღეს 75 პირმა დატოვა და ამ დროისთვის კარანტინში 399 მოქალაქე რჩება.