ქუთაისის ლაბორატორიაში 46 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა დღის განმავლობაში იმერეთის რეგიონში არსებული სამედიცინო დაწესებულებებიდან 46 პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითში 30 პირს აუღეს ანალიზი კორონავირუსზე და მათი პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.
იმერეთის საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 430 პირია, თუმცა გოჩა გიორგიძის თქმით, საირმის საკარანტინო სივრცეში დღეს გვიან ღამით უცხოეთიდან შემოსული მოქალაქეების ახალი ნაკადის შეყვანა იგეგმება.