ქუთაისის ლაბორატორიაში 279 ნიმუში გამოიკვლიეს, ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 279 პირის ნიმუში გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და რაიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ეპიდემიოლოგებს ჩაუტარდათ და
„კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში ამ დროისთვის 203 პირი იმყოფება. მათგან კარანტინს დღეს 70 დატოვებს.