ქუთაისის ლაბორატორიაში 228 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში 228 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში „კოვიდ-19“-ის შემთხვევა ბოლო 27 დღეა, არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 228 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა.

გიორგიძის თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს  ჩაუტარდათ.