ქუთაისის ლაბორატორიაში 204 ანალიზი გამოიკვლიეს, კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია
ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 204 ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, ანალიზებს შორის წყალტუბოს საკარანტინო სივრცის პერსონალის, მოხუცთა თავშესაფრის პერსონალისა და ბენეფიციარების, ასევე იმერეთის რეგიონის სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ბიოლოგიური ნიმუშები იყო.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 260 პირი იმყოფება.