ქუთაისის ლაბორატორიაში 184 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 184 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგაძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და გეგმურად მედპერსონალს ჩაუტარდა და „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.
საკარანტინო სივრცეს მხოლოდ ერთ პირი დაემატა და ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით კარანტინში 317 პირი იმყოფება.