ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 176 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და ამავე დაწესებულებების მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.