ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსისგან შვიდი პაციენტი გამოჯანმრთელდა. განკურნებულებს შორის ხუთი ზრდასრული და ორი ბავშვია. მათ კლინიკა უკვე დატოვეს.

კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებული 72 პაციენტი რჩება. მათ შორის რვა ბავშვი და ექვსი ორსულია.