ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსზე ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსზე ოთხი პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან

ქუთაისში „კლინიკა ბომონდის“ ცხელების ცენტრში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხიდან მძიმე მდგომარეობაში შეყვანილი ახალგაზრდა ქალის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

კლინიკის დირექტორ მამუკა მიქაძის ინფორმაციით, 25 წლის ქალი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამეგრელოდან მწვავე აპენდიციტითა და ვირუსზე საეჭვო სიმპტომებით შეიყვანა. პაციენტს უკვე ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა.

ამ ეტაპზე კლინიკის ცხელების ცენტრში ოთხი პაციენტია მოთავსებული, რომლებსაც უკვე აუღეს ანალიზები და კვლევაზე ლაბორატორიაში გაგზავნეს. შედეგები დღესვე გახდება ცნობილი.