ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსისგან ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი ექვსმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. პაციენტებს შორის, რომელთაც კორონავირუსი დაამარცხეს, ბავშვები, ორსულები და მელოგინეები არიან.
ამ დროისთვის, კოვიდცენტრში მკურნალობას 85 პაციენტი გადის.
სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა არიან მძიმე პაციენტებიც.
კოვიდცენტრში სულ 140 პაციენტი გამოჯანმრთელდა.