ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებული 16 პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრს ბოლო 24 საათში 16 პაციენტი დაემატა. პაციენტების ნაწილი გურიის, სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის მკვიდრია, ხოლო დიდი ნაწილი კლინიკაში იმერეთის რეგიონიდან შეიყვანეს.
პაციენტებს შორის არიან როგორც ოჯახები, ისე ორსულები და ბავშვები.
ამ დროისთვის კოვიდცენტრში 85 პაციენტი იმყოფება. მედიკოსების განცხადებით, დღის განმავლობაში კლინიკას რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს.
ამ დრომდე კი „ბომონდის“ კოვიდცენტრში ახალი კორონავირუსი 50-მა პაციენტმა დაამარცხა.