ქუთაისის ისტორიულ უბანში, მონპლაზირის თაღის მიმდებარედ კედლის ბათქაშის ნაწილი ჩამოიშალა
ქუთაისის ისტორიულ უბანში, მონპლაზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე კედლის ბათქაშის ნაწილი ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე სამართალდამცველებმა უსაფრთხოების დაცვის გამო გამაფრთხილებელი ლენტი გააბეს. იგივე ადგილზე ანალოგიურად ბათქაშის ვარდნა 2014 წლის 8 თებერვალს მოხდა, რის შედეგად 18 წლის ახალგაზრდა დაშავდა.
აღნიშნული შენობა 2008 წელს ქალაქის ისტორიული უბნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში აშენდა, თუმცა მას ფუნქცია დღემდე არ აქვს.