ქუთაისის ინფექციურში მყოფი ექვსი პირის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი ექვსი ადამიანის ტესტი კორონავირუსზე უარყოფითი აღმოჩნდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
ნადირაძის ინფორმაციით, კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კიდევ სამი
პაციენტი შეიყვანეს. მათ საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ.
პაციენტებს ანალიზებს დღეს აუღებენ.