ქუთაისის ინფექციურში კორონავირუსის სიმპტომებით სამი პაციენტია მოთავსებული, ანალიზის პასუხები ხვალ გახდება ცნობილი
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან ლაბორატორიაში სამი პაციენტის ანალიზები გაგზავნეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აქვთ და ისინი საჭიროების მიხედვით ბოქსირებულ და ნახევრად ბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.
ანალიზების პასუხები ხვალ, დილით გახდება ცნობილი.