ქუთაისის ინფექციურში ცხრა პაციენტზე მიღებული ლაბორატორიული კვლევიდან არც ერთს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან კორონავირუსის ტესტზე ცხრა პაციენტის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი არის უარყოფითი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტებს მიეცემათ შესაბამისი დანიშნულება და სავარაუდოდ ხვალ მათ კარანტინებსა და თვითიზოლაციაში დააბრუნებენ.