ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს კიდევ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი კიდევ ხუთ პაციენტს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
ნადირაძის თქმით, პაციეტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება და ნაწილი სახლში გაეწერება.
მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სომპტომებით კლინიკაში გამთენიისას მიიყვანეს ექვსი ახალი პაციენტი, რომლებიც საკარანტინო სივრცეებში და თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
მათ შესაბამის ანალიზებს დღესვე აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან.