ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს მგზავრი, რომელიც ქვეყანაში პარიზის რეისით ჩამოვიდა
ქუთაისის ახალი ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში მოათავსეს მგზავრი, რომელიც ქვეყანაში პარიზის რეისით ჩამოვიდა.
ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონას ტემპერატურა 37,2 დაუფიქსირდა, შესაბამისად მედიკოსების გადაწყვეტილებით, პაციენტი დაკვირვების მიზნით ინფექციურში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის საავადმყოფოში ბოლო დღეებში საზღვარგარეთიდან ჩამოსული ხუთი პაციენტია მოთავსებული, მათგან ორს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, სამის პასუხი კი ხვალ გახდება ცნობილი.
კლინიკის მთავარი ექიმი თემურ ნადირაძე სიმპტომებიდან გამომდინარე ვარაუდობს, რომ ვირუსი არც ერთ ამ პაციენტში არ დადასტურდება.