ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი უკვე გაეწერა. პაციენტი ე.წ. წყალტუბოს კლასტერს განეკუთვნებოდა.
კლინიკაში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ოთხი პაციენტი დარჩა. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
კლინიკაში საეჭვო პაციენტები არ შესულან.