ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან გამოჯანმრთელებული პაციენტი გაწერეს. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე სახლშია.
ეს უკვე მეორე პაციენტია, რომელიც კლინიკიდან გაეწერა.
ამ დროისთვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკაში 25 პაციენტია მოთავსებული. პაციენტებს შორის სამი მცირეწლოვანია. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მძიმედ არც ერთი პაციენტის მდგომარეობა არ ფასდება.