ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. პაციენტი ე.წ. წყალტუბოს კლასტერს განეკუთვნებოდა.
კლინიკას 25 გამოჯანმრთელებული ჰყავს. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით კი, სტაციონარში 11 პაციენტი რჩება.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. საკვლევი პაციენტები კლინიკაში არ მიუღიათ.