ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილ კოვიდინფიცირებულ პაციენტს რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული ახალი პაციენტი გუშინ საღამოს შეიყვანეს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, 45 წლის ქალი რუსეთიდან არის შემოსული და კარანტინში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ქალმა მეზობელი ქვეყნიდან გარდაცვლილი მეუღლე ჩამოასვენა.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის სტაციონარში სამი კოვიდინფიცირებული პაციენტია.
საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჯამში საქართველოში კორონავირუსის 981 შემთხვევაა დადასტურებული.