ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე სამი პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე სამი პაციენტის კვლევის პასუხს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან დღეს ახალ კორონავირუსზე სამი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან.

კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, გარდა სამი პაციენტისა, რომელთაც ანალიზები აღებული აქვთ ღამის საათებში, კლინიკაში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ხუთი ახალი პაციენტი შეიყვანეს.

ახალ პაციენტებს სინჯებს დღის განმავლობაში აუღებენ და კორონავირუსზე კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.