ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში საირმისა და წყალტუბოს საკარანტინო სივრცეებიდან გადაყვანილი რვა პირის ტესტების პასუხებს ელოდებიან
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო ლაბორატორიიდან რვა საეჭვო პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდება. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში პაციენტები საირმისა და წყალტუბოს საკარანტინო სივრცეებიდან არიან გადაყვანილი.
ანალიზების პასუხები გვიან ღამით ან ხვალ დილით გახდება ცნობილი.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს.