ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ რვა პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით ლაბორატორიიდან მიღებული რვა პაციენტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
თეიმურაზ ნადირაძის თმით, პაციენტებს საჭიროების მიხედვით მიეცემათ დანიშნულება და ნაწილი სახლში გაეწერება. მისივე ინფორმაციით, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სომპტომებით კლინიკაში ახალი პაციენტები არ მიუყვანიათ, თუმცა მათ უკვე აქვთ ინფორმაცია, რომ საკარანტინო სივრცეებიდან ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის გამო რამდენიმე მოქალაქეს კლინიკაში დღეს გადაიყვანენ. მათ დღის მანძილზე აუღებენ შესაბამის ანალიზებს და კვლევისთვის ლაბორატორიაში გააგზავნიან.