ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ 11 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურმა საავადმყოფომ ლაბორატორიიდან თერთმეტ საეჭვო პაციენტზე ანალიზების პასუხები მიიღო და ყველა უარყოფითია. ამის შესახებ კლინიკის მთავარმა ექიმმა თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტებს მიეცათ შესაბამისი დანიშნულება და საჭიროების მიხედვით ისინი კლინიკაში ან სახლში გააგრძელებენ მკურნალობას.