ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ხუთ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, კიდევ ერთ პირს კვლევას დღეს ჩაუტარებენ
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ლაბორატორიიდან ხუთი პაციენტის ანალიზის შედეგები მიიღეს. კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ამ დროისთვის კლინიკაში კიდევ ერთი პაციენტია მოთავსებული. მას ანალიზს დღის განმავლობაში აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.