ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მესტიიდან სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი შეიყვანეს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით 17 პაციენტი მკურნალობს. სამი კოვიდინფიცირებული კლინიკაში მესტიიდან გუშინ შეიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც საავადმყოფოში აცხადებენ, ხუთ ინფიცირებულ პაციენტს პნევმონია აქვს. პაციენტებს შორის შვიდი არასრულწლოვანია.