ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“-ის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტს გამოჯანმრთელებაზე საკონტროლო ტესტს ორშაბათს გაუკეთებენ
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ 19“- ის დიაგნოზით მოთავსებულ პაციენტს გამოჯანმრთელებასთან დაკავშირებულ საკონტროლო ტესტს ორშაბათს გაუკეთებენ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
პაციენტი ე.წ. ღვანკითის კლასტერს განეკუთვნება. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში ახალი პაციენტები კვლავ არ მიუღიათ. კლინიკას კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული 39 პაციენტი ჰყავს.