ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ერთი ახალი პაციენტი შეიყვანეს. საშუალო ასაკის მამაკაცი კლინიკაში ერთ-ერთი საკარანტინო სივრციდან არის გადაყვანილი.
კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მამაკაცს პოლონეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
მისივე თქმით, დღეს კლინიკას დატოვებს გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც ე.წ. ღვანკითის კლასტერის წარმომადგენელია.
რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებულ ორ კოვიდინფიცირებულ პაციენტს, რომლებიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლები არიან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.