ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფ შვიდ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსთან დაკავშირებით ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული შვიდივე პაციენტის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განაცხადა.
როგორც თეიმურაზ ნადირაძემ აღნიშნა, პასუხები კლინიკამ ცოტა ხნის წინ მიიღო.
მისივე ინფორმაციით, დღეს კიდევ ხუთ პაციენტს აუღეს ანალიზები და კვლევისთვის გადააგზავნეს ლუგარის ლაბორატორიაში. მათი პასუხი ხვალ იქნება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი არც ერთ პაციენტს არ დაუდგინდა.