ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული შვიდი პაციენტი მკურნალობს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ბათუმიდან ერთი პაციენტი გადაიყვანეს.
როგორც ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, 41 ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
მათივე ინფორმაციით, პაციენტის გადმოყვანა მისი სურვილით მოხდა.
სტაციონარში ამ დროისთვის „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით შვიდი პაციენტი მკურნალობს. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.