ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ახალი პაციენტები არ მიუღია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
ნადირაძის ინფორმაციით, უცვლელია კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მათგან ერთი მსუბუქი, ორი კი საშუალო სიმძიმისაა.
ამასთან, კლინიკაში გუშინ, გვიან ღამით რვა საეჭვო პაციენტის ანალიზების პასუხები მიიღეს. ყველა პასუხი უარყოფითი იყო.