ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი სამეგრელოდან გადაჰყავთ
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურებული „კოვიდ-19“ დიაგნოზით ერთი პაციენტი სამეგრელოდან გადაჰყავთ. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, ინფიცირებული ქალი ანაკლიის საკარანტინო ზონაში იმყოფებოდა.
ამჟამად ქუთაისის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით რვა პაციენტია მოთავსებული.