ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსით ერთი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. პაციენტი ე.წ. ღვანკითის კლასტერს განეკუთვნება.
კლინიკას უკვე 39 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს. კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით კლინიკაში ახალი პაციენტები არ შესულან.