ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. შუახნის მამაკაცის საკონტროლო რეტესტზე ლაბორატორიიდან კლინიკაში უარყოფითი პასუხი ორჯერ მიიღეს. შესაბამისად, პაციენტი კლინიკიდან გაეწერება.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. მათგან ხუთი საშუალო სიმძიმისაა. ერთი პაციენტი კვლავ მძიმედ რჩება. მას თანმხლები დაავადებები აქვს.
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსი ამ დრომდე 44-მა პაციენტმა დაამარცხა.