ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან მეორმოცე პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„კოვიდ-19“ ამჯერად ე.წ. ღვანკითის კლასტერის წარმომადგენელმა დაამარცხა.
პაციენტი კლინიკას დილით დატოვებს და კლინიკაში ორი კოვიდინფიცირებული პაციენტი დარჩება. ორივე მათგანი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.