ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან 102 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი კლინიკიდან ხვალ გაეწერება.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორ ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

კლინიკაში მკურნალობენ ბავშვებიც. ისინი საშუალო სიმძიმის პაციენტებად ითვლებიან.