ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გამოკვლეულ ორ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსზე გამოკვლეულ ორ პაციენტზე ლაბორატორიიდან უარყოფითი პასუხები მიიღეს.
სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ექვსი პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
საკვლევი პაციენტები სტაციონარში არ მიუღიათ.