ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ერთი ოჯახის სამ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ბებიამ, შვილმა და შვილიშვილმა კლინიკას თვითდინებით მიმართეს, ანალიზის ჩატარების შემდეგ კი მათ „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ.
ოჯახის ერთი წევრი ქუთაისში ცხოვრობს, ორი კი თბილისიდან ქუთაისში დროებით იყო ჩასული.
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორ ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, კლინიკაში ამ ეტაპზე 14 კოვიდინფიცირებულია, მათგან ოთხი ბავშვია.
მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
როგორც მაღლაფერიძემ აღნიშნა, კლინიკაში ექვსი პაციენტი გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულებას ოთხი ახალი პაციენტის მიღება შეუძლია.