ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვს პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით ლაბორატორიიდან მიღებული ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
ნადირაძის განცხადებით, კვლევამ ექვსი პაციენტის სინჯებზე უარყოფითი პასუხი აჩვენა.
ამასთან, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ამ დროისთვის კლინიკაში კიდევ სამი პაციენტი არის მოთავსებული. ერთს ახალ კორონავირუსზე კვლევისთვის სინჯები უკვე აუღეს, ორს კი, დღის განმავლობაში აუღებენ და კვლევისთვის ლაბორატორიაში გაგზავნიან.