ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსის სიმპტომებით სამი პაციენტი შეიყვანეს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დღეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით სამი ახალი პაციენტი მოათავსეს. პაციენტები, საჭიროების მიხედვით, ბოქსირებულ და ნახევრადბოქსირებულ პალატებში არიან მოთავსებული.
ერთ მათგანს უკვე აუღეს შესაბამისი ანალიზები და ლაბორატორიაში გადაგზავნეს, ორს კი, დღის ბოლომდე აუღებენ.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, პაციენტებს საზღვარგარეთ მოგზაურობის ისტორია აქვთ და ასევე, შეხება ჰქონდათ უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან.
ანალიზების პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.