ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 56 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი მიიღეს. ისინი ქუთაისიდან არიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 56 კოვიდინფიცირებული პაციენტი გადის. მათგან 23 ბავშვია.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კლინიკაში 10 პაცინეტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.