ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული კიდევ სამი პაციენტი დატოვებს.

ამასთან, კლინიკაში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა. „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 19 პაციენტი იმყოფება, სამის გაწერის შემდეგ კი, 16 დარჩება.

კლინიკაში ახალ კორონავირუსზე დღეს ერთ პაციენტს გამოიკვლევენ, რომელმაც საავადმყოფოს თავად მიმართა.