ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული მხოლოდ ორი პაციენტი დარჩება
ბოლო 10 დღის განმავლობაში, ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ით პაციენტი არ მოუთავსებიათ, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
სტაციონარს ერთი გამოჯანმრთელებული დღეს დატოვებს და კლინიკაში კოვიდინფიცირებული ორი პაციენტი დარჩება.
კლინიკას უკვე 38 გამოჯანმრთელებული პაციენტი ჰყავს.