ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს სამი გამოჯანმრთელებული დატოვებს
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული სამი პაციენტი დატოვებს. შედეგად კლინიკას უკვე 32 გამოჯანმრთელებული ეყოლება.
კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, წუხელ ანაკლიის საკარანტინო სივრციდან შეყვანილ პაციენტს კორონავირუსი სეროლოგიური კვლევით აქვს დადასტურებული, არ აქვს არავითარი სიმპტომი და ანალიზი მხოლოდ კარანტინის ვადის ამოწურვის გამო აუღეს. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება ინფიცირების წყაროს, შუახნის ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.