ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს
ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან დღეს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის მთავარმა ექიმმა, თეიმურაზ ნადირაძემ განუცხადა.
კლინიკაში „კოვიდ-19“ დიაგნოზით ოთხი პაციენტი დარჩება. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ამასთან, კლინიკაში ბოლო 24 საათში საკვლევი პაციენტები არ შესულან.