ქუთაისის ცხელების ცენტრში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან შეყვანილ ორსულს კორონავირუსი არ დაუდგინდა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ე.წ. ცხელების ცენტრში წყალტუბოს საკარანტინო სივრციდან გადაყვანილ ორსულ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა.
ლაბორატორიიდან ასევე უარყოფითი პასუხები მიიიღეს სტაციონარში მოთავსებულ ორ პაციენტზე, რომელთაც ცხელების ცენტრს მაღალი ტემპერატურით თვითდინებით მიმართეს.
ცხელების ცენტრში ახალი საკვლევი პაციენტები ამ დროისთვის არ ჰყავთ.