ქუთაისის ცხელების ცენტრში მოთავსებულ 15 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისის ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან 15 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და კორონავირუსზე ყველა პასუხი უარყოფითია.
ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკის დირექტორმა, არჩილ მუკბანიანმა განუცხადა.
მუკბანიანის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში გასული 24 საათის მანძილზე ცხელებით 18 პაციენტი შევიდა და ანალიზს კორონავირუსზე ყველას აუღებენ.